NDI გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს

„ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ.

კერძოდ, გამოკითხულთა 51% და 53% მიიჩნევს, რომ შესაბამისად საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. 33% და 32% მიიჩნევს, რომ შესაბამისად საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად. მხოლოდ 3-3% მიიჩნევს, რომ საქართველოს არც პარლამენტი და არც მთავრობა არაფერს არ უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდაჭერად.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია, თუმცა მიმდინარე წლის მარტის მონაცემებთან შედარებით ამ ადამიანების რაოდენობა მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, თქვენი აზრით ვისი ბრალია უკრაინაში ომი, გამოკითხულთა 58% რუსეთს, ასახელებს, თუმცა მიმდინარე წლის მარტში რუსეთს 67% ასახელებდა. 18% მიიჩნევს, რომ ომი ვლადიმერ პუტინის ბრალია, 11% ფიქრობს, რომ ამაში თავად უკრაინის ბრალეულობაა, 4% ბრალს ევროკავშირს სდებს, 2% კი ნატო-ს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია