24-29 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მეორე ფესტივალი ტარდება

24-29 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მეორე ფესტივალი ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და "თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მთავარი მასპინძელია: სასტუმრო „ქუთაისი-ინნ“.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფესტივალი საზეიმოდ 24 სექტემერს, 18:00 საათზე კინოთეატრ „საქართველოში“გაიხსნება. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის „ქორწილი“.

„ფესტივალი 6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ „საქართველოში“ ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან/ რეტროსპექტივებთან ერთად, უშუალოდ კინემატოგრაფისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს მოიცავს.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიური: ნანა ჯორჯაძე თავმჯდომარე, ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა, ედვინას პუკშტა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჟიური: ინეკე სმიტსი თავმჯდომარე, კოტე კალანდაძე, გიორგი ბოჭორიშვილი გამარჯვებულს ორ კატეგორიაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის პრიზი - ოქროს დინოზავრი.

ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს კინოკრიტიკოსების ჟიური: ლელა ოჩიაური თავმჯდომარე, თეო ხატიაშვილი, ბასტი მგალობლიშვილი რომელებიც თავის რჩეულს გადასცემენ მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მშვენიერი დღე“ ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა არის უკრაინა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის МIСТ მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა, რომელიც სპეციალურად ჩვენი ფესტივალისათვის არის გაკეთებული და რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი - ქრისტიანე ბიუხნერი.

იონას მეკასის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან და CinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები.

საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგვიდგენს პროგრამას „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“. აგრეთვე, კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: მაგდანას ლურჯა და ალავერდობა.

რეჟისორი ფოკუსში - ოთარ იოსელიანი. ნაჩვენები იქნება მისი ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

პირველად ქუთაისში შესაძლებლობა გეძლევათ, ნახოთ შარშანდელი ბერლინალეს ტრიუმფატორი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ტრადიციულად, ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: ქართველი მხატვრისა და დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი „ფერი კინოში“; სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის კატია კრაუსოვას მასტერკლასი „კრეატიული პროდიუსერი და საერთაშორისო კო-პროდუქცია“, ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორების ეკა მჟავანაძის და თეკლა ჯავახაძის მასტერკლასი „მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები“.

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ტუტორები: სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი ლეო გაბრიაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, სცენარისტი, რეჟისორი უტა ბერია და პროდუსერი თიკო ნადირაშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტისთვის დააწესა ფულადი ჯილდო - 5000 ლარი, რომელიც 2 საუკეთესო სცენარზე გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება - 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასული -2000 ლარით.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და ლაურეატების დაჯილდოება შედგება 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „საქართველოში“. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/KISFF-Festival-Programme“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას