ბადრი ჯაფარიძე - პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ის ხელისუფლება, რომელიც არ მოსწონს საზოგადოებას

ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, რათა დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია.

ჯაფარიძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით, რომელიც არის ძალიან მძიმე.

„როგორც ნახეთ, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ბოლო წლებში მე ასეთი შეფასება არ მახსენდება. ამავდროულად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა არ მართავს ქვეყანას იმ მოლოდინების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, ანუ ცუდად მართავს.

ოპოზიციისგან ელოდებიან ამ ხელისუფლების ცვლილებას, შესაბამისად, ამ ხელისუფლების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართ არის დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში უმრავლესობის მხრიდან.

დღეისათვის პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ის ხელისუფლება, რომელიც არ მოსწონს საზოგადოებას. ეს პირდაპირ არის დიაგნოზი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ დაუსვა ხელისუფლებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა. ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა