m&i Forum-ი საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას სწავლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების m&i Forum ხელმძღვანელები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

m&i Forum-ის გაყიდვების დირექტორი ელი კაშემა ბინ მუზიგვა და ბიზნეს განვითარების დირექტორი ფარუჰ ჰასიმოვი საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო რამდენიმე წელი მოლაპარაკებას მართავს m&i Forum-თან საქართველოში ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

„ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. m&i Forum შეაფასებს თუ რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს. მაღალი რანგის სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა m&i Forum - ის 2023 წელს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. მთავრობა, ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებზე გასასვლელად, ასევე ახალი ტურისტული პროდუქტების შესათავაზებლად. ამ მხრივ, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია“,- ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“