კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ავრცელებს.

გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა, მაშინ, როდესაც 2019 წელს მათი უფლებების დაცვას მნიშვნელობას გამოკითხულთა მხოლოდ 27% აღიარებდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითქმის 38%-ისთვის არის უმნიშვნელო ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია წინა წლებთან შედარებით კლებადია, რადგან მაგალითად 2019 წლისთვის 45% მიიჩნევდა, მათი უფლებების დაცვას უმნიშვნელოდ.

რაც შეეხება სხვა უმცირესობებს, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ შშმ პირების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ამას უმნიშვნელოდ 5%-ზე ნაკლები მიიჩნევს. 81%-ისთვის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, და მხოლოდ 3%-ისთვის არის უმნიშვნელო. 79%-ისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, და 4%-ისთვის ეს უმნიშვნელოა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო