გიორგი ვაშაძე NDI-ის კვლევაზე - ჩვენი რეიტინგი გაზრდილია, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციებს აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები

ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციებს აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ NDI-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სრული სურათი იმის, რაც დღეს საქართველოში ხდება.

„მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მეორე მხრივ, ამ იდეას უპირისპირდება პრორუსული ,,ქართული ოცნება" და ამ კვლევებში ჩანს, რომ რუსული გავლენები, გაზრდილია. მესამე, სწორედ ისეთ პოზიციებს, როგორიც აქვს ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები. ღია კითხვარშიც კი ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და ზოგიერთი პარტია, ვინც ჩვენს წინ იყო გამქრალია ამ რეიტინგებიდან. რატომ?! იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამშობლო გვიხმობს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე, ვინც კომპრომისულად მუშაობს ის ყოველთვის პოლიტიკიდან გაიწევა, ვინც პრინციპულია, თანმიმდევრულია, მას მხარდაჭერა ექნება. მე მჯერა, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ დიდ ეროვნულ ერთობას შევძლებთ, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე, სიღარიბის დაძლევამდე, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ორი რამ - უსაფრთხოება, მშვიდობა და მეტი ფული საქართველოს, რაც დაძლევს სიღარიბეს. აი ეს პრობლემები ჩანს სწორედ ამ კვლევაში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს