თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე და სწავლის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კადეტებს სწავლის დაწყება თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვეს.

„ღონისძიების ფარგლებში გელათის აკადემიასთან და საკათედრო ტაძართან განლაგებულმა კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები კი, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -“მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ“. დღესვე, კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაციაც გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმაც დალოცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს