ილჰამ ალიევი ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის არაეფექტურობაზე საუბრობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 27-ე სამიტის გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის არაეფექტურობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციაზე აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის შესახებ, რომლებიც, ალიევის განცხადებით, არ განხორციელებულა 27 წლის განმავლობაში, ვიდრე თავად აზერბაიჯანმა არ მოაგვარა კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობა წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

ალიევის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვითარება გამწვავდა. მისი თქმით, ამან დიდი დარტყმა მიაყენა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესს, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანის დიდი წვლილი რეგიონული საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ და „ჩრდილოეთი-სამხრეთი“.

მისი თქმით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტი 50%-ით გაიზარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის