ანონსი 17 სექტემბერი

17 სექტემბერს, 10:00 საათზე, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის ჩაერთვება დასუფთავების მსოფლიო კამპანიაში. მონაწილეები დაასუფთავებენ ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიას.

მის: დიღომი, ოლიმპიური აუზის პარკინგის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო : 598 43 30 23

17 სექტემბერს, 11:30 საათზე, ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ჩაკეტილობა, აგრესია, ეკრანთან მიჯაჭვულობა და სხვა სირთულეები, რაც პანდემიამ ბავშვებში დატოვა.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

17 სექტემბერს, 12:00 საათიდან, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, CENN ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ახალგაზრდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უერთდება დასუფთავების მსოფლიო დღეს.

საკონტაქტო: 599 877 808 მარიამ ღლონტი

17 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარტია"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ქუთაისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: მორიგი რუსული გემი ფოთში და მორიგი რუსეთისკენ მიმავალი ირანული ბოინგი საქართველოს საჰაერო სივრცეში.

მის: ქუთაისი, კიკვიძის ბაღი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო