გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, ნადარეიშვილის, ჯანელიძის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნარგიზის და რუსუდანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, პუშკინის, ვაჩნაძის, აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, კოსტავას (ნაწილობრივ), სანაპიროს, ჯუღელის, საქანელას, ვერეს, ჯავახიშვილის, სატივეს, მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ქიაჩელის, ქიქოძის, მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ურეკის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, სამღერეთის, კონსტიტუციის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.