გურჯაანში ნონეშვილის ქ. #4-ში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-14 ბიურო გაიხსნა

გურჯაანში ნონეშვილის ქ. #4-ში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-14 ბიურო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია, დოკუმენტაციის შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება გურჯაანისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის.

„იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ბიუროს კონსულტანტი გურანდა გიაშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაცემას დაინტერესებული პირებისათვის. გურჯაანის ბიუროს საქმიანობას გაუძღვება ადვოკატი ლიანა ჭუნიაშვილი, რომელიც ამავდროულად თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსიცაა. აღსანიშნავია, რომ დღემდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება სწორედ თელავის ბიუროს საშუალებით იყო შესაძლებელი.

ოფისის გახსნის ცერემონიის შემდეგ, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს.

გურჯაანის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის ახალმა პროექტმა - „პარალეგალები", რომელიც გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს. ჩატარდა „პარალეგალობის" მსურველთა რეგისტრაციაც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით