ოთარ შამუგიამ პრაღაში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

პრაღაში გამართულ მინისტერიალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა მინისტერიალს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა.

„მინისტერიალზე, რომელშიც მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს, სასურსათო უსაფრთხოების და მისი დაძლევის გზები განიხილეს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა არსებული გამოწვევების დასაძლევად კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის.

ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს