მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ევროკომისარს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ოთარ შამუგიამ ევროკომისარს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა.

იანუშ ვოიჩეხოვსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, ასევე, სურსათის სტრატეგიის დამნერგავი დოკუმენტის დამტკიცებისა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის წარმატებული იმპლემენტაციის საკითხს.

იანუშ ვოიჩეხოვსკის განცხადებით, კონკრეტული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა