თამილა ბარკალაიამ გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალთა უფლებებსა და ჯანმრთელობის სისტემების სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალთა არაანაზღაურებადი სამუშაო ჯანდაცვის სისტემებში, მარგინალიზაციის გავლენა ქალებზე და ქალთა და გოგონათა ხელმისაწვდომობის გაზრდა ჯანდაცვის სერვისებზე, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე.

როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, რეფორმები მიზნად ისახავს შრომის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, თანაბარი ანაზღაურების პირობების შექმნას და გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილებზე.

„ქალთა და გოგონათა ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა იძლევა სისტემურ გარანტიებს რათა მოვახდინოთ დისკრიმინაციის პრევენცია ჯანდაცვის მუშაკებში“,- განაცხადა თამილა ბარკალაიამ შეხვედრაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო