კიკეთში, სროლის დროს დაჭრილი ორი ქალი თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, ორივე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ წუთებში დაჭრილებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიკეთში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ორი ქალია.