ლენტეხის მერიის ორგანიზებით, ხვალ „ლენტეხობა 2022" გაიმართება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით 18 სექტემბერს, „ლენტეხობა 2022" გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცემა პირველი რეანიმობილი, რომელიც რეგიონს დღემდე არ გააჩნდა და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება ქუთაისიდან ხდებოდა.

„რეანიმობილი, რომელიც ლენტეხის გარდა ცაგერის მუნიციპალიტეტსაც მოემსახურება, რეგიონისთვის Wondernet Express Investment Group-მა, დამფუძნებლის დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივით შეიძინა. ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი რეანიმობილი მნიშვნელოვანი დახმარება იქნება რეგიონისთვის, რადგან პაციენტებს, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, საათობით ლოდინი აღარ მოუწევთ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტს რეანიმობილს „ლენტეხობა 2022"-ის ფარგლებში კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი გადასცემს“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს