18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის