კიკეთში სროლისას დაშავებული ერთი პირი კლინიკიდან გაწერეს, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.როგორც "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკის ექიმმა მადონა მინდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

"შემოყვანილია 2 პაციენტი კიკეთიდან, ორივე ქალბატონი. ერთის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური. ჩაუტარდა მას კვლევები, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. ჭრილობები ჰქონდათ მრავლობითი. მეორე ქალბატონის მდგომარეობა დასტაბილურდა მიმღებ განყოფილებაში. შესაბამისი კვლევების შემდეგ და პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური და ის გაწერილი იქნა ბინაზე", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. მომხდარ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო