გიორგი ვაშაძე - ვერ მივართვით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის თავის სასურველ კანდიდატს ვერ გაიყვანს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრორუსული მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არ დარჩეს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია ამ დროისთვის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალური კონტროლის ქვეშ ვერ მოაქცია.

„ჩვენ ჩართული ვართ იმ პროცესი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წამოიწყო. ამ პროცესს „ქართული ოცნება“ გაემიჯნა და ბოიკოტი გამოუცხადა. რაც ყველზე მთავარია, სამწუხაროდ, მათ თაღლითური სქემა მოიგონეს, როგორ დაბლოკონ და გააჩერონ ეს პროცესი. ვერ მივართვით! ვერცერთ შემთხვევაში. „ქართული ოცნება“ თავის სასურველ კანდიდატს ვერ გაიყვანს, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, თუ იმ 2 ხმას, რომელიც მას აკლია, დაუმატებს, აღარ იქნება ოპოზიცია და მე ამას ხმამაღლა ვიტყვი, რომ მან შეუვსო ხმები „ქართულ ოცნებას“ სასურველი კანდიდატის მხარდაჭერაში.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩვენ ველოდებით ჯერ კიდევ ივლისში დადებულ ჩვენს პირობას, ველოდებით სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და სწორედ ამ კანდიდატებს შორის ავარჩევთ ღირსეულთა შორის ღირსეულს.

მოვუწოდებ ოპოზიციას, ყველამ ერთად ვამხილოთ თაღლითი „ქართული ოცნება“, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიერ დაწყებულ პროცესში არ ჩაერთო, ბოიკოტი გამოუცხადა, თაღლითური სქემა შექმნა, რომ როგორმე ეს პროცესი ჩაშალოს. არ გამოუვა, არცერთ შემთხვევაში! ჩვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ვიქნებით. პრორუსული მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არ დარჩეს. რატომ? იმიტომ,რომ ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია ამ დროისთვის, რომელიც მათ ტოტალური კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეს“,-განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა