გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ახალ პროექტზე „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის ახალი პროექტის „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ ჯგუფის ხელმძღვანელს დაგ ჰიკმანს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილა.

„საუბარი შეეხო ქვეყანაში ინერტული, სამშენებლო, ნგრევის ნარჩენების შეგროვების და რეცირკულირების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და ნარჩენების ინტეგრირებული მონაცემთა ბაზების შექმნის მნიშვნელობის საკითხებს.

პროექტი, რომლის მიზანსაც ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დანერგვა და მხარდაჭერა წარმოადგენს ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად ხელს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის იმპლემენტაციას შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო