გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) წელს 17 ქვეყნის 34 წარმომადგენელი გაივლის

„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის ორგანიზებითა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით, დღეს, განახლებულ ფორმატში გაიხსნა ორკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, აღნიშნული 17 ქვეყნის საჯარო უწყებებში დასაქმებულ 34 წარმომადგენელს დაეხმარება დარგის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებაში.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება ტრენინგები, სადაც ადგილობრივი და უცხოელი მსმენელები პირველი კვირის განმავლობაში პირდაპირი დასწრებით, ხოლო მეორე კვირას დისტანციურად მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას გეოგრაფიული აღნიშვნების განსხვავებული სისტემების შესახებ, შეისწავლიან დაცვის მექანიზმებსა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. ღონისძიების ფარგლებში კურსის მონაწილეები ეწვევიან ღვინის ეროვნულ სააგენტოს თელავში, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობიან გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემას და წარმატებული გეოგრაფიული აღნიშვნების მაგალითებს, ასევე, მოეწყობა ტური წინანდალში გეოგრაფიული აღნიშვნების ხარისხის კონტროლის მექანიზმების შესწავლის მასტერკლასის ორგანიზებით.

„აღსანიშნავია, რომ ისმო-სთან (WIPO) თანამშრომლობით დანერგილი მაღალი სტანდარტის პროფესიული განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნების გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას, ცოდნაზე დამყარებული გამოცდილება, თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივ წარმოებას, განავითარებს ეროვნული პროდუქტის საექსპორტო პოტენციალს და კონკურენტუნარიანობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გარანტიაა. პროგრამას უძღვებიან „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ისმო-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერები და მოწვეული ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტები. პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებისთანავე მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს