პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც პრემიერ-მინისტრი, ფეისბუქზე წერს, დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია.

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. დღეს, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას.

​გარწმუნებთ, რომ თითოეული თქვენგანის საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწევით, ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. წარმატებას ვუსურვებ დაზვერვის სამსახურის როგორც დამწყებ თანამშრომლებს, ისე გამოცდილ პროფესიონალებს.

მადლობა ერთგულებისა და იმ უდიდესი ვალდებულების გრძნობისთვის, რომელსაც სამშობლოს წინაშე განიცდით! წარმატებებს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო