იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 936.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 36.6 %-ით მეტია

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36.6 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 571.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ის 36.9 %-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 8 364.9 მლნ. აშშ დოლარს, რაც 36.5 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-

აგვისტოში, 4 793.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - 502.6 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი -421.5 მლნ. აშშ დოლარი და რუსეთი -409.3 მლნ. აშშ დოლარი.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - 1 467.3 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი -1 068.5 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი 724.0 მლნ. აშშ დოლარი.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა

საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი -1 788.8 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი -1 477.8 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი -1 226.6 მლნ. აშშ დოლარი.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 683.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 490.9 მლნ.აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 371.6 მლნ. აშშ დოლარით (10.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 940.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 872.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 531.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა