სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, „გრინ ვილიჯის“ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზის მიმართულებით სამი, 107 მილიმეტრიანი რაკეტა ისროლეს, თუმცა მიზანს ვერცერთმა მიაღწია და შესაბამისად, აშშ-ის ან კოალიციური ძალების პირად შემადგენლობას და აღჭურვილობას ზიანი არ მიყენებია.

მომხდარს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იძიებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს