მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დეკემბერში დასრულდება - სწორედ შემდეგი ეტაპის ფარგლებში მოხდება ტროტუარების რეაბილიტაცია

მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დეკემბერში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სწორედ შემდეგი ეტაპის ფარგლებში მოხდება ტროტუარების რეაბილიტაცია.

დღეიდან მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა ტროტუარებზე სამუშაო პროცესი არ დასრულებულა, რის გამოც მოქალაქეები ბორდიურებზე გადაადგილებას ჯერჯერობით კომფორტულად ვერ შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვილილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს