21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღევლინება

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, 10:00 საათზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღევლინება.

ათონის მთიდან, ვატოპედის მონასტრიდან, ტაძარში მოაბრძანებენ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „მანუგეშებელი“ კანონიერ ასლს, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სავანისათვის დაიწერა.

ხატი, 21 სექტემბრიდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანდება. საზეიმო წირვას, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, აღავლენს ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი. ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს "მანუგეშებელი“ ევედრებიან სნეულებათაგან განკურნებისთვის.

21 სექტემბერს მომლოცველებს საჩუქრად გადაეცემათ ღვთისმშობლის ხატი „მანუგეშებელი“.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს