პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას „ჰოლივუდის” კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას „ჰოლივუდის” კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამერიკელ სკაუტებს აქვთ კონკრეტული ფილმები, რომლებისთვისაც განიხილავენ გადასაღებ ლოკაციებს, კერძოდ დიდი ინტერესია საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების ამსახველი ლოკაციების მიმართულებით.

„სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი დაათვალიერებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში. ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო