ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად პროექტს „საქართველოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე დაფუძნებული ხორბლის მოლეკულური სელექციის სისტემის ჩამოყალიბება“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტი იაპონიის მთავრობის პროგრამის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ (SATREPS) ფარგლებში განხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტს ქართველი მეცნიერები იაპონელ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. პროექტის მიზანი, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ახლო მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექციის შექმნა და კონსერვაციაა, ასევე, სელექციის ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ჯიშებს მუდმივად გააუმჯობესებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ახალი პროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტროს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მორი ჰოროუკისთან და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰიდეკი ტანაბესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე, ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის და თესლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს. JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია