თიბისიმ და DEG-მა 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ“ და გერმანიის განვითარების ფინანსურმა ინსტიტუტმა („DEG“) 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. „თიბისის“ ინფორმაციით, მოზიდული, შვიდწლიანი რესურსი საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესების („SME“s), ქალი მეწარმეებისა და მწვანე პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DEG-თან მრავალწლიან თანამშრომლობას, რომელიც ორ ათწლეულზე მეტს ითვლის. ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში, DEG-ი „თიბისი ბანკს“ უზრუნველყოფდა დივერსიფიცირებული ფინანსური რესურსებით, რომელიც ძირითადად მიმართული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად საქართველოში. ახალი ტრანზაქცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმასა, რომ ორივე ინსტიტუტი მტკიცედ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად ეკონომიკურ ზრდას, მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობას, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნისთვის გრძელვადიანი სარგებლის მოტანის წინაპირობაა. მინდა მადლობა გადავუხადო DEG-ს წარმატებული პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ერთად,“- აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი მეგრელიშვილი.

„DEG ძალიან მოხარულია, რომ აგრძელებს პარტნიორობას TBC-თან. ტრანზაქცია აჩვენებს DEG-ის მხარდაჭერას, ხელი შეუწყოს, მწვანე დაფინანსებასა და ქალთა უფრო მეტ ჩართულობას ბიზნესში. TBC ბანკს და DEG-ს 20 წელზე მეტი ხნის წარმატებულ თანამშრომლობა აკავშირებს და ეხლა ერთობლივი მოგზაურობის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი გველის წინ,”- აცხადებს DEG-ის მმართველი საბჭოს წევრი მონიკა ბეკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო