ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს რეაბილიტირებული შენობით და ახალი აუდიტორიებით შეხვდა

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს და პირველკურსელებს წელს რეაბილიტირებული შენობით, ახალი აუდიტორიებით, განახლებული ლაბორატორიული ცენტრით და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, უნივერსიტეტის საზეიმოდ მოწყობილ ეზოში, მისალმების ოფიციალური ნაწილი რექტორის, პროფესორ გოჩა თუთბერიძის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ასევე მედიცინის ფაკულტეტების დეკანების გამოსვლით დაიწყო და შემეცნებითი თამაშებით გაგრძელდა, რომელიც პირველკურსელებისთვის სპეციალურად შეიქმნა UnikGame -ს სახელწოდებით.

ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცნობაც უჩვეულო გარემოში მოახერხეს.

პირველი დღის სალექციო კურსის შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელისთვის სპეციალური ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც დღეს საღამოს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს