ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ბუგრის აქამდე უცნობი ორი სახეობა აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ უცხოელ კოლეგებთან ერთად ბუგრის აქამდე უცნობი ორი ახალი სახეობა აღწერა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ორივე აღწერა ჟურნალ Zootaxa-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ კოლეგებთან - სუსან ჰალბერტთან, მეთიუ მურსა (მცენარეთა ინდუსტრიის განყოფილება, გეინსვილი, ფლორიდა, აშშ) და მარიუშ კანტურსკისთან (სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში, პოლონეთი) - ერთად მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ბუგრის ახალი სახეობა Pleotrichophorus blackmani sp. n. უფრთო და ფრთიან პართენოგენეზურ მდედრებსა და კვერცხმდებ მდედრებზე დაყრდნობით აღწერა.

„ახალი სახეობის აღწერილი ბუგრი ბინადრობს Euthamia graminifolia (L.) Nutt. (Asteraceae)-ზე ფლორიდის შტატში, აშშ. აღწერის პროცესში მასკანირებელი ელექტრონული და სინათლის მიკროსკოპების გამოყენება მოხდა. პირველადაა მოცემული Pleotrichophorus glandulosus (Kaltenbach, 1846)-ის უფრთო პართენოგენეზური მდედრების SEM მიკროფოტოებიც. მოცემულია Euthamia-ზე მობინადრე ბუგრების სარკვევი უფრთო პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.

კიდევ ერთი აქამდე უცნობი ახალი სახეობის ბუგრი Pistacia palaestina Boiss. (Anacardiaceae)-ზე მობინადრე Geoica inbari sp. nov. მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ კოლეგებთან - სუსან ჰალბერტსა (მცენარეთა ინდუსტრიის განყოფილება, გეინსვილი, ფლორიდა, აშშ) და რაქელ ბენ-შლომოსთან (ჰაიფის უნივერსიტეტი, ისრაელი) - ერთად აღწერა.

აღწერილია უფრთო ფუნდატრიგენიებზე, ფრთიან მიგრანტებზე (ფუნდატრისპურიებზე), ფრთიანი მიგრანტების სხეულში არსებულ უფრთო ექსულების ემბრიონებსა და ფრთიანი მიგრანტის მიერ შობილი უფრთო ექსულის პირველი სტადიის ლარვაზე დაყრდნობით, რომლებიც შეგროვებული ჩრდილოეთ ისრაელის მთა ჰერმონის რაიონში.

ახალი სახეობა განსხვავდება Geoica-ის ყველა ცნობილი სახეობებისაგან თავისი მიტოქონდრიული დნმ-ით, და გალების ფორმით იმ სახეობებისაგან, რომლებიც ცნობილი არიან Pistacia-დან. ახალი სახეობის ბუგრი აკეთებს მარჯნის ფორმის გალებს, როდესაც ყველა სახეობა ამ გვარიდან წარმოქმნიან სფეროსებურ გალებს.

ამასთან, ახალი სახეობა Geoica utricularia-ის ჯგუფის წევრია და მორფოლოგიურად Geoica wertheimae Brown & Blackman, 1994-ს ჰგავს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო