აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლა სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო პროექტის ორგზის გამარჯვებულია

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ზუზანა პალოსოვა ეწვია. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმარმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში 2021 წელს გარემონტდა.

„დღესვე, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სპორტულ დარბაზში საშხაპეების და გასახდელების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა