ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩეხეთში საერთაშორისო ციფრულ ტურისტულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ჩეხეთში, ციფრულ კონფერენციაზე გაეცნენ. რიგით მეცხრე კონფერენცია Traverse ქალაქ ბრნოში გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 250-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონფერენციაში მათთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციებისა და ციფრული სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში კონფერენციები, სესიები, სამუშაო შეხვედრები მოეწყო ციფრული სფეროს, ტურიზმის, მარკეტინგის, მედიის, სოციალური ქსელების შესახებ (Instagram, TikTok, YouTube Analytics, Vlogging, SEO, WordPress, Affiliate Marketing, Podcasting და სხვა).

ცნობისთვის, საერთაშორისო ტურისტულ კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, მოგზაური ინფლუენსერების, ბლოგერების ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებების გაზიარება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო