იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა

18 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა. ნაფიც მსაჯულებად წარმოდგენილი იქნენ პარალეგალები/სტუდენტები., რომლებიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გადამზადდენ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხში და უკვე შეუძლიათ საზოგადოებისთვის პირველადი იურიდიული დახმარების გაწევა. სასამართლო პროცესზე მოპაექრე მხარეებს წარმოადგენდნენ ექსპერტი იურისტები და პროკურორები.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესში მოსამართლის როლს შეასრულეს ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა და ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი მოსამართლე მონაწილეოდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში და ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული მხარეების ქმედებებსა და სტრატეგიებს.

„ პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინმა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას - ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი! რომლის ფარგლებშიც უკვე მე-17 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს