ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

„თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ვართ დიდი ხნის პარტნიორები და მეგობრები, მტკიცედ ვართ მოწოდებული თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის!“- წერს პრემიერი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში იმყოფება. პრემიერი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს