„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „მინი აგურმა“ სამშენებლო აღჭურვილობის უნიკალური სათამაშო შექმნა

„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით კომპანია „მინი აგურმა“ ბავშვებისთვის უნიკალური სათამაშო შექმნა, რომელიც სამშენებლო მასალებისგან იწყობა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 40 000 ლარია. მათი ინფორმაციით, ბანკის ინვესტიცია 30 000 ლარს შეადგენს.

„სათამაშოს შექმნის იდეა სამეგობროში ლეგოს კონსტრუქციების აწყობით დაიბადა. თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე გავაკეთეთ. პოზიტიური გამოხმაურების შედეგად კი რეალურ ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენს სათამაშოებს 4 წლის ასაკიდან მოიხმარენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ ფართოა, რადგან დაინტერესებას მხოლოდ ბავშვებში არ იწვევს. ასეთი პროდუქტი უნიკალურია და საქართველოში პირველია, საკმაოდ აქტუალური ხდება დღითიდღე პროდუქტი. ყოველთვიურად 300 ცალი სათამაშო იყიდება. აქ არის სრულიად სამშენებლო აღჭურვილობის მინიატურული მოდელები, რითიც მომხმარებელს რეალური შეგრძნების მიღება შეუძლია. ჩვენი სათამაშოების შეძენა, როგორც მაღაზიაში, ასევე, ონლაინ არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით დანადგარისა და აღჭურვილობის, ასევე, საწარმო ინვენტარის შეძენა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ გეგუჩაძემ.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ისეთი უნიკალური სათამაშო შეიქმნა, როგორსაც კომპანია „მინი აგური“ აწარმოებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მსგავს პროექტებს გვერდში დავუდგეთ და მათ წარმატებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას და გლობალური ბაზრის ათვისებას გეგმავს, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ განვითარების შემდგომ გზაზე“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო