რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ნანგრევების ქვეშ კი, სავარაუდოდ, ორი ადამიანი იმყოფება.

„დაახლოებით ღამის პირველ საათზე მტრებმა ბახმუტზე ავიაიერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი კორპუსის სამი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ორი ადამიანია, ადგილზე მაშველები მუშაობენ", - წერს კირილენკო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს