ირაკლი კობახიძე - ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად

ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, ეს არის ის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-მ დაასანქცირა ირანული თვითმფრინავი, რომელმაც სავარაუდოდ, საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად.

„ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, ეს არის ის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი და რა თქმა უნდა, ამ პრინციპს ბოლომდე გავყვებით. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე და მომავალშიც დავიცავთ. თუ დავინახავთ, რომ რაღაც ქმედება ნიშნავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბუნებრივია, შესაბამისი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

მის თქმით, ამ თემაზე განმარტება ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.

„ეს განმარტება სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ჩვენ არ დაგვიშვია სანქციებისთვის გვერდის ავლა. თუ გამომავალში გარემოებები შეიცვლება ან უკვე შეცვლილი არის, ამას ეკონომიკის სამინისტრო გადახედავს“,-განაცხადა კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი