კაზრეთში „არემჯის” ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კაზრეთში „არემჯის” ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში კომპანიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში „არემჯის“ საწარმოებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.

“საზაფხულო სკოლის პროექტი ერთის მხრივ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაეცნონ იმ საქმიანობას, რომელიც თავის მომავალ პროფესიად აირჩიეს, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს კომპანიას გაიცნოს ეს ახალგაზრდები, მათი ინტერესები, აჩვენოს მათ კომპანიაში დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, რათა მომავალში მხარეებს შორის შედგეს მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა.“ - განაცხადა არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში,გიორგი ჩხეიძემ.

„კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ერთთვიანი, ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული გადამზადების შედეგების შესაჯამებლად, პროექტის მონაწილეებმა არემჯის მენეჯერებს და სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს პრეზენტაციები წარუდგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

პროექტ „არემჯის საზაფხულო სკოლის“ მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში“,-ნათქვამია განცხადებაში.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე