კობა გვენეტაძე სომხეთში მაღალი რანგის კონფერენციაში მონაწილეობს

19-20 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე დილიჟანში "ბრეტონ ვუდსის კომიტეტისა" და სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის სიმპოზიუმში "ფინანსები და ფული ახალ მაკრო და ტექნოლოგიურ გარემოში" მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმპოზიუმის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სფეროში, რაც საფინანსო და საგადახდო მომსახურებების მიმართულებით განსაკუთრებით აქტუალური Covid-19 პანდემიის შემდეგ გახდა.

ამასთან, საუბარი შეეხო ციფრული ვალუტის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ და პოლიტიკურ გამოწვევებს, ასევე, მდგრად ეკონომიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ ზრდას.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა ახალი ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ვალუტის დანერგვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც დადებითი მხარეები, ისე ის გამოწვევები რაც ვალუტის გაციფრულებას მოჰყვება.

"ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, თუკი მას საპროცენტო სარგებელი დაერიცხება, გააძლიერებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რადგანაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებულ ქვეყნებში," - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და მთავრობის, კერძო სექტორის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების, უნივერსიტეტების და სასწავლო წრეების წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს