ქუთაისის უნივერსიტეტის პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი „კონსტიტუციური სამართალი“ საჩუქრად გადაეცათ

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნი „კონსტიტუციური სამართალი" საჩუქრად გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

იურიდიული სახელმძღვანელოების სერიიდან ირაკლი კობახიძის წიგნი სტუდენტებს ქუთაისის უნივერსიტეტში, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ქობულაძემ უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გოჩა თუთბერიძესა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკან თეონა გრიგოლაშვილთან ერთად გადასცა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს "კონსტიტუციური სამართალის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცოდნის აუცილებლობაზე, უნივერსიტეტის წარმატებებზე, ადგილობრივი ხელისუფლების და ახალგაზრდების ეფექტურ ურთიერთობასა და უნიციატივების განხილვების პერსპექტივებზე.

სტუდენტებსა და ქალაქის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრებს ქუთაისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეში მრავალფეროვანი ფორმატით მომავალშიც გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა