„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას - Electude, ნერგავს

„თეგეტა ჰოლდინგი“ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, „თეგეტა აკადემიაში“ სიმულაციური, ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude ინერგება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების თეორიული ნაწილის ონლაინ შესწავლა.

„თეგეტას“ ინფორმაციით, „თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს. მათი ცნობით, ონლაინ პროგრამის უპირატესობაა ის, რომ დასაქმებულები გადამზადების პერიოდში სამუშაო პროცესს არ სწყდებიან. ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებულთა კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.

„პლატფორმა Electude-ის საშუალებით შესაძლებელია, ავამაღლოთ თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა. ეს არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომლის მომხმარებელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გაიღრმაოს ცოდნა საავტომობილო მიმართულებით. პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ ბევრად მეტი თანამშრომელი, ვიდრე საკლასო ტრენინგებით შევძლებდით და ამავდროულად დავზოგოთ ადამიანური და მატერიალური რესურსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნა ექსკლუზიური უფლებების თანხლებით. დღეის მონაცემებით, ქართულად უკვე ნათარგმნია 230-ზე მეტი მოდული. აქედან 150 კორექტირებული და გასწორებულია „თეგეტა აკადემიის“ მიერ“,- აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ნინო ოხანაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ სწავლებას, საგრანტო აქტივობის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიაში“ შემუშავდება 5 ძირითადი სასწავლო კურსი. მათი მეშვეობით „თეგეტა მოტორსი“ 1 წლის განმავლობაში 1 000-მდე თანამშრომლის გადამზადებას გეგმავს.

„Electude-ს საშუალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და, მეორე მხრივ, ვცვლით სწავლების ტექნოლოგიებს. აკადემიაში შემოგვაქვს ის ფორმატები, რომლებიც დღეს თანამედროვე სწავლების შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ნინო ოხანაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Electude საშუალებას იძლევა, კომპანიამ ყველა თანამშრომელს თანაბრად მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

როგორც „თეგეტაში“ აცხადებენ, ონლაინ პლატფორმა დაეხმარება „თეგეტა მოტორსს“, ცოდნის ერთნაირად მაღალი სტანდარტი შესთავაზოს გუნდის წევრებს, გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს დაარსდა. ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას, ბიზნესისა და ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემიის“ მთავარი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს