ანონსი 21 სექტემბერი

21 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის“ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი, 1

საკონტაქტო: მარიამი - 551 29 12 20

21 სექტემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

21 სექტემბერს, 10:00 საათზე, ევროკავშირი საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

21 სექტემბერს, 10:00 საათზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღევლინება.

21 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555 38 22 04

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

21 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი.

21 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

21 სექტემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული).

21 სექტემბერს, 15:05 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული).

21 სექტემბერს, 16:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა გაიმართება სომხეთის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან.

C კორპუსი, VII სართული, ოთახი N722.

21 სექტემბერს, 16:45 საათზე, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღონისძიებას სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გამართავს.

(მედიის წარმომადგენლები 16:45-დან 17:00 საათამდე უნდა მივიდნენ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან).

მის: სასტუმრო „ბილტმორში“.

საკონტაქტო: მაია შამანაური - 555 56 54 55

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა