პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება.

ცვლილება რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში შედის, რომლის მიხედვით, იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველი გამოაკლდება.

საკანონდებლო ინიციატივა პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეებმა“ მოამზადა და მას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

“მოქალაქეების“ დეპუტატის ლევან იოსელიანის თქმით, ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა