"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ადგილზე გათავისუფლებული მძევლების ახლობლები იყვნენ შეკრებილი.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი, თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ყველა მძევლის გათავისუფლება ისე მოხდა, რომ არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა