გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ - გათაღლითდნენ - პრორუსი „სიაფანდები" არიან

ანრი ოხანაშვილისთვის მარტო გაგონილა ის, რასაც ოლიგარქატი ჩასძახებს, მეტი არაფერი, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ორმაგი 2/3- ის პრინციპით მიღების წესზე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები „პრორუსი სიაფანტები“ არიან.

„ეუთო/ოდირისთვის გაგონილა, ვენეციის კომისიისთვის გაგონილა, ამერიკელებისთვის გაგონილა, ევროპელებისთვის გაგონილა, სამოქალაქო სექტორისთვის გაგონილა, ანრისთვის არ გაგონილა. რა ვქნათ ახლა? მარტო როცა ამბობს ამას კაცი, უნდა ვთქვათ, რომ გიჟია ან რაღაცას იტყუება, მაგრამ ჩვეულებრივი თაღლითები არიან. უკვე იმდენად გათაღლითდნენ, რომ თაღლითები კი არა „სიაფანდები" არიან, „გასიაფანტდნენ", ყველაზე კარგად ეს ტერმინი უხდება, პრორუსი „სიაფანდები", სუფთა ეგეთი ტიპები არიან რა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ გამოქვეყნდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში შემუშავებული დოკუმენტი.

მისი თქმით, ოპოზიციამ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის პოზიციებიც და დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტი იქნება.

„ხვალ ვაპირებთ გამოვაქვეყნოთ საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არის კომპრომისული ვარიანტი და შეთანხმდა სამოქალაქო სექტორთან. პარალელურად დავდებთ უფრო ფართო დოკუმენტს, რომელზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობთ, რომ ზოგადად ქვეყნას სჭირდება. მინიმუმზე მინიმუმი რაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ 12 - პუნქტიანი პასუხისმგებლობა შევასრულოთ და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. დაგვითანხმა სამოქალაქო სექტორმა და ჩვენ ვაჩვენებთ ხვალ, ნახავთ, რომ ძალიან დიდი კომპრომისზე წავედით, ბევრი საკითხი ამოვიღეთ. რაც დარჩება ამ დოკუმენტში, რომელიც კომპრომისული დოკუმენტია სამოქალაქო სექტორთან, ეს არ არის ის, რაც საბოლოოდ შეცვლის ყველაფერს, მაგრამ მინიმუმია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღების წესი შესთავაზა, რაზეც „ქართლი ოცნება“ უარს ამბობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, რომ „იუსტიციის საბჭოში 3 ადამიანის ხმამ გადაწონოს 12 ადამიანის ხმა“ და გაუგებარია, რომელ საერთაშორისო სტანდარტში ამოიკითხეს მსგავსი რამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა