ევროკომისარი ლორენს მერედიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის გრანტის მოპოვებას ეხმაურება

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში დირექტორი ლორენს მერედიტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„საქართველოს ქალაქი ზუგდიდი ჩვენი (EU4Culture) რეგიონული კონკურსის პირველი გამარჯვებული გახდა. ქალაქს გრანტის სახით გადაეცემა 300 000 ევრო, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“, - წერს ევროკომისარი და ზუგდიდის დადიანების სასახლის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდი ევროკავშირის გრანტის გამარჯვებული გახდა და კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს