სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელთან, დანიელ მაკ სვინისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანიელ მაკ სვინიმ შეხვედრის მონაწილეებს ანიეს ქოთუ წარუდგინა, რომელიც მას კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიციაზე შეცვლის.

„შეხვედრაზე მხარებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრაზე აქცენტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მონახულების საჭიროებას.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევას და ჩართულობის მაღალ ხარისხს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობის პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დაეთმო.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე გამახვილდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ შეხვედრას საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი ანნ მონტავონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა