აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ ხონის მე-4 საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, ხონის მე-4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოაწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს გრანტით განხორციელდა და ლაბორატორია კომპიუტერებით, პრინტერებითა და ტაბლეტებით აღიჭურვა.

მოსწავლეები რომელთა უმრავლესობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი კომპიუტერული ლაბორატორიით ისარგებლონ.

„გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული ზუზანა პალოსოვა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, სამინისტროსა და ხონის მე-4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მინისტრმა დავით ფაცაციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, კომპიუტერული სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს სამინისტროს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებშიც მათ მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით გარემონტებული ხონის მე-4 საჯარო სკოლასთან მდებარე საბავშვო-ბაღი დაათვალიერეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს