მარიამ ქვრივიშვილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ღვინის ტურიზმის რიგით მე-6 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც იტალიის ქალაქ ალბაში იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა მაღალი დონის სესიაზე, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარების სამომავლო მიმართულებებს შეეხება.

„საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, სან-მარინოს, სერბიისა და ბულგარეთის მაღალი დონის წარმომადგენლები.

გლობალური კონფერენციის მთავარი თემაა ინოვაციები ღვინის ტურიზმის სამომავლო განვითარების პროცესში, აგრეთვე ყურადღება გამახვილდება ტურიზმის ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე, ასევე რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს, რათა ციფრული და სოციალური ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო მეტად გამოიკვეთოს და გაიზარდოს ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის მხარეების უპირატესობები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა